ევანდერ ჰოლიფილდს ფლოიდ მეივეზერის სჯერა
Aa
Aa

ევანდერ ჰოლიფილდს ფლოიდ მეივეზერის სჯერა

ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ, ევანდერ ჰოლიფილდმა, ტენშინ ნასუკავასა და ფლოიდ მეივეზერის დაპირისპირებასთან დაკავშირებით პროგნოზი გააკეთა.

TMZ Sports-თან საუბრისას ყოფილმა მსოფლიო ჩემპიონმა მხარი ფლოიდს დაუჭირა და განაცხადა: "ბუნებრივია ახალგაზრდობა და სისწრაფე გარკვეულ უპირატესობას გაძლევს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ფლოიდის სამყაროში გიწევს გამოსვლა".

"დარწმუნებული ვარ მეივეზერი იაპონელ მებრძოლს მიწასთან გაასწორებს და ამაში განსაკუთრებული ნამდვილად არაფერი იქნება".

"ფლოიდი წლებია ჩხუბობს და რინგზე ისეთი მებრძოლის წინააღმდეგ, რომელსაც მისი დამარცხება შეუძლია, არასდროს გამოვა".

შეგახსენებთ, რომ ნასუკავასა და მეივეზერის ბრძოლა იაპონიაში, 31 დეკემბერს, გაიმართება. დაპირისპირებას საჩვენებელი ორთაბრძოლის ხასიათი ექნება და მხოლოდ და მხოლოდ 3 რაუნდს გაგრძელდება.