„მშვიდობის ჩირაღდანის“ ესტაფეტა ბელორუსში 12 მაისს დაიწყება
Aa
Aa

„მშვიდობის ჩირაღდანის“ ესტაფეტა ბელორუსში 12 მაისს დაიწყება

II ევროპული თამაშების ჩირაღდანი 2019 წლის 3 მაისს რომში დაინთება, სადაც ესტაფეტა სტარტს აიღებს და  მასპინძელ ქვეყანაში გამემგზავრება.

11 მაისს „მშვიდობის ჩირაღდანი“ ბელორუსს ეწვევა და მისი მოგზაურობა ქვეყნის მასშტაბით 12 მაისს ბრესტიდან დაიწყება. 

თითოეულ რეგიონში ესტაფეტა 6 დღეს გასტანს, მთლიანებაში კი 50 დღეს გაგრძელდება და მასში მონაწილეობას 450 მეჩირაღდნე მიიღებს .

ჩირაღდნის 50-დღიანი მოგზაურობა 2019 წლის 21 ივნისს გახსნის ცერემონიაზე დასრულდება. 

II ევროპული თამაშები 21-30 ივნისს ბელორუსის დედაქალაქი მინსკში გაიმართება. სადაც მონაწილეობას 50 ქვეყნის 4000-მდე სპორტსმენი მიიღებს.

ცხელი ამბები