შავდათუაშვილის განცხადება
გავრცელებული ინფორმაციით, იაპონიაში ლაშა შავდათუაშვილსა და ვაჟა მარგველაშვილს ნაკრების დანარჩენი წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ იჩხუბეს ქართველებმა, უცნობია, თუმცა ირწმუნებიან, რომ დაპირისპირებაში მონაწილეობას მხოლოდ გურამ თუშიშვილი არ იღებდა.
აღნიშნულ ფაქთთან დაკავშირებით ოლიმპიუურმა ჩემპიონმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:
"მოგესალმებით გულშემატკივრებო, მინდა გამოვეხმაურო გავრცელებულ დეზინფორმაციას ჩხუბთან დაკავშირებით და ვთქვა, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ოსაკას გრანდ სლემზე ასპარეზობა ვერ მივიღე ტრავმის გართულების თავიდან ასაცილებლად."- განაცხადა შავდათუაშვილმა
