იაპონელებმა ტოჩინოშინი გამოარჩიეს - ქართველს თასი გადასცეს!
იაპონიის სუმოს ასოციაციამ 2018 წლის სეზონი შეაჯამა და ნომინაციებში გამარჯვებულების დააჯილდოვა, ერთ-ერთი ასეთი კი ლევან გორგაძე გახდა.
ქართველმა სუმოისტმა წლევანდელ სეზონში გამართულ 6 ბაშოზე ჯამურად 59 ორთაბრძოლა მოიგო, რაც წლის საუკეთესო მაჩვენებელია, ამდენჯერ არცერთ სხვა სეკიტორს არ უმარჯვია.
ტოჩინოშინს წლევანდელი სეზონი კარიერაში საუკეთესო ჰქონდა, მან იმპერატორის თასის მოგება პირველად შეძლო, როცა "ჰაცუ ბაშო"-ზე ტიტული დაისაკუთრა და მე-3 ევროპელი რიკიში გახდა, რომელმაც სუმოში მთავარი ჯილდოს მოგება მოახერხა. ასევე, მან ოძეკის წოდება მოიპოვა, რაც სუმოში იოკოძუნას შემდეგ, მე-2 სტატუსია.
სუმოს ახალი სეზონი იანვრიდან დაიწყება და პირველი ბაშოს სწორედ "ჰაცუ ბაშოა", რომელიც 13-დან 27 იანვრის ჩათვლით გაიმართება და ტოჩინოშინს ტიტულის დასაცავად ბრძოლა მოუწევს.