გაგამარუს მე-5 გამარჯვება - დაბრუნება სეკიტორის რანგში
Aa
Aa

გაგამარუს მე-5 გამარჯვება - დაბრუნება სეკიტორის რანგში

შემოდგომის ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა გაგამარუმ მე-7 ბრძოლა გამართა. თეიმურაზ ჯუღელმა მე-7 ორთაბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა და მაკუშიტა დივიონი დადებითი ბალანსით დატოვა. ჯუღელმა ვაკამოტოჰარუს სძლია.

ქართველმა სპორტსმენმა 7-დან 5 ორთაბრძოლა მოიგო, ხოლო ორ შეხვედრაში დამარცხდა.

გაგამარუ შემდეგ ბაშოზე ჯურიო დივიზიონში იასპარეზებს.

მაკუშიტა დივიზიონში სუმოისტები მხოლოდ 7 ბრძოლას მართავენ. წესდების მიხედვით 4 გამარჯვება უკვე კაჩი-კოშია. გაგამარუმ მე-5 გამარჯვება მოიპოვა და მომდევნო წელს სეკიტორის რანგში დაბრუნდება.

შეგახსენებთ, გასულ ზაფხულში გაგამარუ მესამე ლიგაში დაქვეითდა და სეკიტორის ტიტული დაკარგა. შემოდგომის ბაშოზე მაკუშიტა დივიზიონში გაგამარუ პირველ ნომრად იყო განთესილი იაპონელ დაისეიდოსთან ერთად.

ცხელი ამბები