ტონგასთან შემადგენლობა ცნობილია
ბორჯღალოსანთა სამწვრთნელო შტაბმა 2018 წლის ბოლო მატჩისთვის 23 მორაგბე დაასახელა.
ნოემბრის სერიების დასკვნით შეხვედრას საქართველოს ნაკრები 24 ნოემბერს, „მიხეილ მესხზე“ გამართავს და მისი მეტოქე ტონგა იქნება. თამაში 18 საათზე დაიწყება.
მილთონ ჰეიგმა გასულ შაბათს სამოასთან გამარჯვებული (27:19) გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ორი მორაგბე შეცვალა და ორივე შერკინების პირველ ხაზში.
ჯაბა ბრეგვაძის ნაცვლად კვაჭი შალვა მამუკაშვილი იქნება, ხოლო მარჯვენა ბურჯად ლევან ჩილაჩავა დადგება, რომელსაც სამოას წინააღმდეგ არ უთამაშია.
მამუკაშვილი და ჩილაჩავა სასტარტოში ივნისში, ტონგასა და ფიჯისთანაც იყვნენ.
მარცხენა ბურჯად ადგილი შეინარჩუნა მიხეილ ნარიაშვილმა. დღეს ბორჯღალოსნებმა „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე ღია ვარჯიში გამართეს.
