ფერნანდო ალონსომ ფორმულა ერთის მესვეურები გააკრიტიკა
Aa
Aa

ფერნანდო ალონსომ ფორმულა ერთის მესვეურები გააკრიტიკა

ორგზის მსოფლიო ჩემპიონმა, ფერნანდო ალონსომ, ფორმულა ერთის მესვეურები სასტიკად გააკრიტიკა. ესპანელი პილოტის უკმაყოფილების მთავარი მიზეზი ბოლო პერიოდში გატარებული ცვლილებებია.

ალონსომ საკუთარი პოზიცია ESPN-სთვის მიცემულ ინტერვიუში დააფიქსირა და განაცხადა:

„ახალმა წესებმა ნაკლებად ნიჭიერ პილოტებს წარმატების მიღწევის შანსი მისცა. ისინი სიმულატორებზე ყოველდღე ვარჯიშობენ, თითოეულ შესახვევს და რთულ მონაკვეთს იზეპირებენ, რაც სასურველი შედეგის დაფიქსირებაში ეხმარებათ“.

„თანამედროვე ფორმულა ერთში პილოტის მთავარი მოვალეობა მიღებული ინსტრუქციების მაქსიმალურად კარგად შესრულებაა. ვფიქრობ როდესაც მსგავსი ინფორმაცია არ გვქონდა ინდივიდუალურ სიძლიერეზე და ბოლიდზე გაცილებით ბევრი რამ იყო დამოკიდებული“.

„წესების შეცვლამ ფორმულა ერთზე უარყოფითი გავლენა იქონია. საჯინიბოებს იმპროვიზაციის და კრეატიული სტრატეგიის შემუშავების საშუალება თითქმის არასდროს გააჩნიათ“.

„ყველა ბოლიდს ერთი და იგივე რაოდენობის საწვავი, ერთნაირი საბურავები და წონა აქვს. განსხვავება ფაქტობრივად არაფერშია! წარმოიდგინეთ, საწვავის მიწოდების წნევის და საბურავებზე განხორციელებული ზეწოლის მაჩვენებელიც კი ერთნაირია“...

ცხელი ამბები