საოცარი "ქამბექი"! საქართველომ სამოა ბრწყინვალე სტილში დაამარცხა!
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის მორიგ ტესტ-მატჩში სამოას უმასპინძლა და 27:19 დაამარცხა.
პირველი ნახევარი "ბორჯღალოსნებმა" არადამაჯერებლად ჩაატარეს და ბევრი შეცდომა დაუშვეს, რასაც ტაიმის წაგება მოჰყვა - 10:19.
მეორე ნახევარში მილტონ ჰეიგის გუნდმა საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და სამოას გადაუარა!
სტუმრები 19 ქულაზე გავყინეთ და 27:19 გავიმარჯვეთ.

უნდა აღინიშნოს ახლაგაზრდების ბრწყინვალე თამაში, განსაკუთრებით კი თედო აბჟანდაძისა და გელა აფრასიძის ტანდემი.
ჩვენს რიგებში ლელოს ავტორები ლობჟანიძე, გიორგაძე და აფრასიძე გახდნენ. გარდასახვები კი აბჟანდაძემ უნაკლოდ შეასრულა.
თედომ მატჩის მიწურულს ცენტრიდან ბრწყინვალე ჯარიმა გაიტანა და საქართველოს ნაკრები 8 ქულით დააწინაურა. ეს შეხვედრაში გარდამტეხი ეპიზოდი იყო. სამოა ლელოს დადებისა და გარდასახვის შემთხვევაშიც ვერ გვითანაბრდებოდა.
ეს იყო ნამდვილი ბრძოლა და ის რაგბი, რომელიც ჩვენ გვიყვარს და რომელსაც "ბორჯღალოსნები" თამაშობენ.
მიუხედავად დიდი დანაკლისისა გუნდმა თავისი თამაში მაინც იპოვა და მორიგი დასამახსოვრებელი გამარჯვება მოიპოვა.
ფოტო - Georgian Rugby