Japantimes:
Aa
Aa

Japantimes: "ტოჩინოშინი როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად ფორმის პიკში იმყოფება"

იაპონურმა გაზეთმა, JapanTimes-მა ნოემბრის ბაშოს დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, სადაც ტურნირის ფავორიტებზე და მაღალი წოდების სეკიტორების შანსებზე ისაუბრა.

2018 წელი ტოჩინოშინის ჩემპიონობით გამოირჩა. მან ბაშო მაეგაშირას წოდებით მოიგო, რაც ბოლო ექვს წელიწადში პირველად მოხდა. ქართველი რიკიშის წარმატების გარდა იოკოძუნა კაკურიუს დრამატული დაბრუნება, მიტაკეუმის სენსაციური გამარჯვება და ჰაკუჰოს 41-ე ტიტულიც ვიხილეთ.

ფუკუოკაში გასამართი ტურნირისგან ნამდვილად რთულია რაიმე განსაკუთრებულს ველოდოთ. ისტორიას თუ გადავხედავთ ვნახავთ, რომ "კიუშუ ბაშოს" გამარჯებულის ტიტულს უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ იოკოძუნას წოდების მქონე სეკიტორები ისაკუთრებდნენ. მიუხედავად ამისა, წლის ბოლო გათამაშება საკმაოდ დაძაბული იქნება და შესაძლოა ისტორიაც დაიწეროს. გავრცელებული ინფორმაციით ჰაკუჰომ ტრავმის გამო მონაწილეობაზე უარი განაცხადა. კაკურიუს გამოსვლაც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. რაც შეეხება კისენოსატოს, ეს უკანასკნელი არც თუ ისე კარგ ფორმაში იმყოფება და გამომდინარე აქედან სულაც არაა გამორიცხული, რომ იმპერატორის თასი დაბალი წოდების მქონე რიკიშიმ დაიბევოს.

ტოჩინოშინს შანსი აქვს ტოჩიაზუმას შემდეგ პირველი ოძეკი გახდეს, რომელიც "კიუშუ ბაშოს" მოიგებს. ამ უკანასკნელმა ტურნირზე წარმატების მიღწევა 2003 წელს მოახერხა. როგორც ჩანს ქართველმა სეკიტორმა, ტრავმა, რომელიც ივლისში მიიღო, სრულად მოიშუშა. 2018 წელს მას შთამბეჭდავი ბალანსი აქვს - 14-1, 10-5, 9-6, 13-2. ყველაფერთან ერთად მან ნოემბერში იმპერატორის თასი მოიგო და მაისში გამართული ტურნირის შემდეგ ოძეკის წოდება მოიპოვა.

ტოჩინოშინი, როგორც ფიზიკურად ასევე მენტალურად, ფორმის პიკში იმყოფება. წლევანდელ სეზონში მან რამდენჯერმე დაამტკიცა, რომ როდესაც არაფერი აწუხებს, ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია.

ტოჩინოშინი ახლა 31 წლისაა. 2017-ის ნოემბერში მას შვილი შეეძინა და გასაკვირი სულაც არაა, რომ იგი შედეგებზე უფრო მეტად ორიენტირებულ რიკიშიდ იქცა. გორგაძეს სურს დარჩენილ წლებში მაქსიმალურ წარმატებას მიაღწიოს. ათლეტების უმრავლესობის მომავალი კარიერის დასრულების შემდეგ ბურუსითაა მოცული, ამიტომ ისინი მეტი შემოსავლის მისაღებად ყველაფერს აკეთებენ.

ცხელი ამბები