მეივეზერმა ყველაფერი უარყო! ნასუკავასთან ორთაბრძოლა არ შედგება!
Aa
Aa

მეივეზერმა ყველაფერი უარყო! ნასუკავასთან ორთაბრძოლა არ შედგება!

ფლოიდ მეივეზერმა გულშემატკივრების შოკში ჩაგდება კიდევ ერთხელ მოახერხა. შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში უცხოურ პრესაში ამერიკელი მოკრივის დაბრუნების შესახებ აქტიურად იწერებოდა. წესითა და რიგით მეივეზერს ბრძოლა 31 დეკემბერს, ტენშინ ნასუკავასთან, უნდა გაემართა, თუმცა როგორც ჩანს დაპირისპირება არ შედგება. 

ფლოიდმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნული ორთაბრძოლის შესახებ ისაუბრა და გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.

"ახლა, როცა ტოკიოში მოწყობილი გრძელი და წარუმატებელი მოგზაურობიდან, აშშ-ში დავბრუნდი, განცხადების გასაკეთებლად საკმარისი დრო მაქვს. მინდა ჩემს ქომაგებს და მასმედიის წარმომადგენლებს 31 დეკემბერს გასამართ ბრძოლასთან დაკავშირებით მივმართო“.

"უპირველეს ყოვლისა მსურს ყველაფერს ნათელი მოვფინო და აღვნიშნო, რომ მე, ფლოიდ მეივეზერს, ტენშინ ნასუკავასთან ოფიციალური ორთაბრძოლის ჩატარების თაობაზე თანხმობა არ განმიცხადებია. მიუხედავად მისდამი დიდი პატივისცემისა, სანამ იაპონიაში ჩავიდოდი, ტენშინის შესახებ არაფერი ვიცოდი“.

"მოკლეთ რომ ვთქვათ, მათ საგამოფენო დაპირისპირებაში მონაწილეობის მიღება შემომთავაზეს, რომელიც სამრაუნდიანი იქნებოდა, 9 წუთი გაგრძელდებოდა და მეტოქეს “Rizin fighting federation” აარჩევდა. თავდაპირველად “One Entertainment”-ის წარმომადგენელმა, ბრენტ ჯონსონმა, შემატყობინა, რომ ორთაბრძოლას ოფიციალური ხასიათი არ ექნებოდა და მხოლოდ მდიდარი ადამიანებისგან შემდგარი პატარა ჯგუფი დაესწრებოდა, რომელიც დაპირისპირების სანახავად სერიოზულ თანხებს გადაიხდიდა. საწყის ეტაპზე ბრძოლა "სპეციალური დაპირისპირების" სახით უნდა ჩატარებულიყო, რომლის მთავარი მიზანი მაყურებლების გართობა და მათთვის სიამოვნების მინიჭება იქნებოდა. ორთაბრძოლისთვის ოფიციალური სტატუსის მიცემა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტრანსლირება, საერთოდ არ იგეგმებოდა".

„როდესაც პრესკონფერენციაზე მივედი, მე და ჩემი გუნდი ცვლილებებით გაოგნებულები დავრჩით და ვფიქრობ ყველაფერი მაშინვე უნდა დაგვესრულებინა. მინდა პრესკონფერენციაზე გავრცელებული მცდარი ინფორმაციის გამო ჩემს გულშემატკივრებს დიდი ბოდიში მოვუხადო და დაგარწმუნოთ, რომ აღნიშნულ ცვლილებებს არც მე ველოდი და ყველაფერი ჩემი თანხმობის გარეშე მოხდა“.

„გამომდინარე იქიდან, რომ პრესკონფერენციაზე დასასწრებად ქომაგები მთელი მსოფლიოდან ჩამოვიდნენ, სიტუაცია არ გავამწვავე და გაჟღერებულ ფრაზებს არ შევეწინააღმდეგე. ამის გამო ძალიან ვწუხვარ“.

"მე მოკრივე ვარ, რომელმაც კარიერა დაასრულა, მაგრამ რეკლამებიდან და საგამოფენო ორთაბრძოლებიდან უპრეცენდენტოდ დიდ თანხას შოულობს“.

ცხელი ამბები