ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" წარუმატებელი სერია შეწყვიტა
ზაზა ფაჩულიას „დეტროიტმა“ ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და სტუმრად „ორლანდო მეჯიქი“ დაამარცხა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო მეოთხედში გაირკვა. აღნიშნული პერიოდი „პისტონსმა“ 25-16 მოიგო და საბოლოოდ მეტოქეს 103-96 სძლია.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე დეტროიტელთა ცენტრი, ანდრე დრამონდი, გახდა. 25 წლის კალათბურთელმა აქტივში 23 ქულა და 19 მოხსნა მიითვალა. „პისტონსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბლეიკ გრიფინმა, გუნდს 20 ქულა შესძინა. რეჯი ჯექსონი კი 15 ქულით გამოირჩა.
Ish so quick to beat the buzzer. #PistonsNow
— Detroit Pistons (@DetroitPistons) November 8, 2018
???? @FOXSportsDet pic.twitter.com/ZN5mgLHVjD
ზაზა ფაჩულიამ მოედანზე 13 წუთი გაატარა. ამ დროში მან 2 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ზაზამ სამივე ორიანი გააცუდა, თუმცა საჯარიმო ხაზიდან ორივე სროლა გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 15-ს უწია.
„ორლანდოს“ მხრიდან საუკეთესო ევან ფურნიე გახლდათ. ფრანგმა მსროლელმა მცველმა მატჩი 27 ქულით დაასრულა. აარონ გორდონმა აქტივში ორმაგი დუბლი ჩაიწერა - 15 ქულა, 10 მოხსნა. სათადარიგო სკამიდან შემოსულმა ტერენს როსმა კი გუნდს 15 ქულა შესძინა.
Top plays vs. Detroit ???? pic.twitter.com/zxbKy6eLTY
— Orlando Magic (@OrlandoMagic) November 8, 2018
ამ გამარჯვების შედეგად „დეტროიტს“ 5 მოგება და ამდენივე მარცხი დაუგროვდა. ზაზა ფაჩულიას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის მერვე ადგილს იკავებს.