მაკგრეგორის შემდეგ ფლოიდ მეივეზერის დაბრუნებას 50 Cent გამოეხმაურა
Aa
Aa

მაკგრეგორის შემდეგ ფლოიდ მეივეზერის დაბრუნებას 50 Cent გამოეხმაურა

50 Cent-სა და ფლოიდ მეივეზერს შორის არსებული დაპირისპირება, როგორც ჩანს დღემდე გრძელდება.

მოგეხსენებათ, ფლოიდი დაბრუნებას ტენშინ ნასუკავასთან დაპირისპირებით გეგმავს. აღნიშნული ბრძოლის შესახებ ბევრი რამ ცნობილი არაა, მაგრამ თუ ამერიკელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ ყველაფერი ძალიან მალე გაირკვევა.

ფლოიდის გადაწყვეტილებას კონორ მაკგრეგორის შემდეგ 50 Cent გამოეხმაურა. ამ უკანასკნელმა მეივეზერი მიწასთან გაასწორა და განაცხადა.

„ჩემპიონი „უბერის“ მძღოლის წინააღმდეგ! ბრძოლის შემდეგ ფლოიდს შემოსავლების სამსახური საქვეყნოდ კიდევ ერთხელ დაამცირებს".

"ორთაბრძოლის სანახავად ფულის გადახდას არავინ აპირებს, ყველაფერს Youtube-ზე ვიხილავთ“.

„გენადი გოლოვკინთან დაკავშირებით რა მოხდა? მას რატომ არ ეჩხუბა? გენადის ტელეფონის ნომერი ვერ იპოვა?! სჯობს ამ სისულელეებით აქედან გაა**ას“.

„ჩემპიონი, რომელიც ახლა საცირკო წარმოდგენებს მართავს! კიდევ კარგი ნამდვილი მკვლელების წინააღმდეგ რინგზე კანელო ალვარესი მაინც გამოდის“.

"ამბობენ, რომ ამ ორთაბრძოლას ყველა მოუთმენლად ელის. დაუმარცხებელი ჩემპიონი 20 წლის მებრძოლის წინააღმდეგ? უბრალოდ სასაცილოა“.

ცხელი ამბები