Aa
Aa

NBA-ის გასული ტურის მიმოხილვა

სან ანტონიო - ორლანდო 110 - 117

გრეგ პოპოვიჩის „სან ანტონიოს“ სტაბილურობა კვლავ აკლია. „სპურსი“, რომელსაც ზედიზედ 4 შეხვედრა ჰქონდა მოგებული მოულოდნელად აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ აუთსაიდერთან, „ორლანდო მეჯიქთან“ დამარცხდა.

ტეხასელებმა მაღალ დონეზე მხოლოდ მეოთხე მეოთხედი ჩაატარეს და ბუნებრივია ასეთი თამაშის ფონზე გამარჯვების მიღწევა ნამდვილად რთულია.

„სპურსის“ რიგებში საუკეთესო დემარ დეროუზენი გახლდათ. ამ უკანასკნელმა აქტივში 25 ქულა და 7 მოხსნა ჩაიწერა. ლამარკუს ოლდრიჯმა გუნდს 14 ქულა შესძინა, ხოლო პეტი მილსმა 16 ქულა დააგროვა.

ფლორიდელთა მხრიდან 26 ქულით აარონ გორდონი გამოირჩა. ევან ფურნიემ 16 ქულა მიითვალა. სათადარიგო სკამიდან შემოსულმა ტერენს როსმა 17 ქულის მოპოვება მოახერხა.

ლეიკერსი - ტორონტო 107 – 121

ლებრონ ჯეიმსის „ლეიკერსმა“ ორმატჩიანი წაუგებელი სერია „ტორონტოსთან“ შეწყვიტა. კანადელები კავაი ლეონარდის გარეშე ასპარეზობდნენ, თუმცა დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება მაინც მოახერხეს.

ლოს-ანჯელესურ გუნდს 24 ქულით კაილ კუზმამ ულიდერა. ლებრონ ჯეიმსის ანგარიშზე 18 ქულა და 6 შედეგიანი გადაცემა გახლდათ. ბრენდონ ინგრემმა კი გუნდს 16 ქულა მოუტანა.

„ტორონტოს“ რიგებში საუკეთესო სერჟ იბაკა იყო. ამ უკანასკნელმა კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და აქტივში 34 ქულა და 10 მოხსნა ჩაიწერა. კაილ ლოურიმ თავი 21 ქულასა და 15 შედეგიან გადაცემას მოუყარა. პასკალ სიაკამმა კი 16 ქულასთან ერთად 13 მოხსნა მიითვალა.

სხვა მატჩების შედეგები

მილუოკი - საკრამენტო 144 – 109

ბრუკლინი - ფილადელფია 122 – 97

ვაშინგტონი - ნიუ იორკი 108 – 95

ფენიქსი - მემფისი 102 – 100

პორტლენდი - მინესოტა 111 – 81

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები