Aa
Aa

აბუ-დაბის გრანდ სლემი: ვაჟა მარგველაშვილი ჩემპიონია! 2 ოქრო პირველივე დღეს!

აბუ_დაბიში ძიუდოს გრანდ-სლემმა სტარტი აიღო. გათამაშების პირველ დღეს 60 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ამირან პაპინაშვილი ფინალში გავიდა და ოქროს მედალი მოიპოვა. პაპინაშვილის მსგავსად ფინალში გასვლა ვაჟა მარგველაშვილმაც მოახერხა, რომელიც 66 კგ. წონით კატეგორიაში გამოდის.

მარგველაშვილმა ფინალში ყაზახი იერლან სერიხზანოვი დაამარცხა და საქართველოს მეორე ოქრო მოუტანა.

შეგახსენებთ, მარგველაშვილმა პირველ ეტაპზე ირლანდიელი ნეთონ ბიორნსი ასპარეზობიდან იპონით გამოთიშა. მეოთხედფინალურ სტადიაზე მარგველაშვილმა დმიტრი შერშანი დაამარცხა, ნახევარფინალში კი რუს იაკუბ შამილოვს დამატებით დროში სძლია.

ამირან პაპინაშვილმა ფინალში ესპანეთის წარმომადგენელი ფრანსისკო გარიგოსი ვაზარით ოქროს დროში დაამარცხა.

შეგახსენებთ, პაპინაშვილმა პირველ ეტაპზე რუსი ბესლან მუდრანოვი იპონით დაამარცხა, შემდეგ კი ასევე იპონით დაამარცხა ბელგიის წარმომადგენელი ჟორე ვერსტრაეტენი. ნახევარფინალში პაპინაშვილმა უზბეკი შარაფუდინ ლუფტილაევის ბარიერი დაძლია და ფინალში გავიდა.

ცხელი ამბები