ძალოსნების მორიგი ოქროს მედალი
Aa
Aa

ძალოსნების მორიგი ოქროს მედალი

ძალოსნობაში პოლონეთში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპირველობაზე საქართველოს სახელით მოასპარეზე უკრაინელმა ანტონ პლესნოიმ ატაცში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა და ოქროს მედალს დაეუფლა.

94 კილოში პლესნოიმ აკვრაში 195 კგ. დასძლია და მეოთხე ადგილზე გავიდა, ხოლო ორჭიდის ჯამში კი 368 კილოგრამით ვერცხლის მედალს დაეუფლა,

მიმიდინარე ტურნირზე ოქროს მედლები გოგა ჩხეიძემ  და რევაზ დავითაძემ მოიპოვეს.

პოლონეთში ასევე მონაწილეობას ირაკლი ჩხეიძე (105 კგ), ანასტასია გოტფრიდი (90 კგ), დავით ხეცურიანი (105 კგ), გიორგი ჩხეიძე (+105 კგ) და ბაქარ თურმანიძე (+105 კგ) მიიღებენ

ცხელი ამბები