გენო პეტრიაშვილი: "ამ გამარჯვებას შინდიდის გმირებს ვუძღვნი"
ბუდაპეშტში თავისუფალ სტილში მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე 125 კგ. წონით კატეგორიაში ქართველი მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
პეტრიაშვილმა ტიტული დაიცვა და მსოფლიოს ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ მოიგო.
გენო პეტრიაშვილმა გამრაჯვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა, რომელიც საკმაოდ ემოციური გამოდგა.

„რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება არის ძალიან ამაღლებული გრძნობა, როგორც ჩემთვის ასევე ქართველი გულშემატკივრისთვის.
მინდა ჩემს გულშემატკივრებს ქართველებს ვუთხრა, ჩემი გამარჯვება ყოველთვის ეკუთვნის ჩემს სამშობლოს და ჩემს ქართველ გმირებს.
ჩემს ამ გამარჯვებას ვუძღვნი შინდიდის გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენს სამშობლოს.
მე ვარ ქართველი და ყოველთვის ვიბრძვი ჩემი ქვეყნის გამარჯვებისთვის“.