2 ოქრო და 3 ბრინჯაო - ზაალიშვილი მსოფლიოს ჩემპიონია
ძიუდოში მსოფლიოს ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი ბაჰამის კუნძულებზე მიმდინარეობდა. საქართველოს წარმომადგენელმა, მძიმეწონოსანმა გელა ზაალიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.

ზაალიშვილმა პირველ ეტაპზე იაპონელი ტაცურო საიტოს ბარიერი დაძლია. ქართველმა აზიელი იპონით დაამარცხა, რის შემდეგაც ზაალიშვილმა ჩილელ ფრანსისკო სოლისს აჯობა. ნახევარფინალში მან ბრძოლა რუს ჯამალ გამზათხანოვს მოუგო და ფინალში გავიდა. აღსანიშნავია, რომ ფინალამდე სამივე ორთაბრძოლაში ზაალიშვილმა იპონით გაიმარჯვა.
ზაალიშვილი ფინალში ავსტრიელ შტეფან ჰეგის შეხვდა. გამარჯვება ქართველ სპორტსმენს დარჩა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ლაშა გუჯეჯიანის გუნდმა ტურნირზე 2 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ზაალიშვილის მსგავსად ოქროს მედალი 90 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა ბექაურმა მოიპოვა. ბრინჯაოს მედლის მფლობელები ონისე სანებლიძე (100), ჯაბა პაპინაშვილი (60) და ლუკა მაისურაძე (81) გახდნენ.
ფოტო: ijf.org