ბუფონი:
Aa
Aa

ბუფონი: "ოქროს ბურთს იმსახურებს, საწინააღმდეგოს თქმა უბრალოდ არ შემიძლია"

„პსჟ“-ს იტალიელმა გოლკიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა France 3-თან ოქროს ბურთის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ჯილდოს კილიან მბაპე იმსახურებს.

„იმის გათვალისწინებით, თუ რა ხარისხის თამაშს აჩვენებს ის და რამხელა როლი შეასრულა საფრანგეთის მსოფლიო ჩემპიონობაში - დიახ, იგი ოქროს ბურთს იმსახურებს. საწინააღმდეგოს თქმა უბრალოდ არ შემიძლია.

იტალიაში მბაპეს ბაჯოს, დელ პიეროსა და ტოტის ადარებენ. ასეთ ადრეულ ასაკში ისინიც უმაღლეს დონეს გვიჩვენებდნენ. თუმცა, მბაპეს აქვს განსაკუთრებული თვისებები, საოცარი ტექნიკური არსენალი, რომელიც იშვიათად თუ მინახავს.

ის ფენომენია. თუ, მას სურს, რომ კვლავ საუკეთესოდ დარჩეს, შეინარჩუნოს თავმდაბლობა, ენთუზიაზმი, მაშინ მას შეუძლია ასეთ დონეზე ძალიან დიდ ხანს იყოს“.

შეგახსენებთ, რომ ფრანს ფუტბოლმა 30 საუკეთესო მოთამაშე უკვე დაასახელა. ფავორიტთა შორის მბაპესთან ერთად რონალდუ, მოდრიჩი, გრიზმანი, მესი და სალაჰი სახელდებიან.

ცხელი ამბები