შენგელიას 21 ქულა და მარცხი
Aa
Aa

შენგელიას 21 ქულა და მარცხი "ოლიმპიაკოსთან"

თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" ევროლიგის გათამაშების რიგით მეორე შეხვედრა გამართა. ვიტორიელებმა საკუთარ არენაზე ბერძნულ გრანდს, "ოლიმპიაკოსს" უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში 80-85 დამარცხდნენ.

შეხვედრა სტუმრების უპირატესობით დაიწყო. ბერძნებმა პირველი მეოთხედი 8 ქულიანი სხვაობით მოიგეს და შესვენებაზე 11 ქულიანი ჰანდიკაპით გავიდნენ. მესამე მეოთხედი იგივე სცენარით წარიმართა და "ოლიმპიაკოსი" გადამწყვეტ პერიოდს 15 ქულიანი უპირატესობით შეხვდა. მიუხედავად ყველაფრისა "ბასკონიამ" ბოლომდე იბრძოლა და სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა, თუმცა ბერძნების კლასმა თავისი ქნა.

თორნიკე შენგელია ორივე გუნდის რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა მძიმე ფორვარდმა აქტივში 21 ქულა, 4 მოხსნა, 1 გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი ჩაიწერა. თოკომ 10-დან 7 ორიანი, 2-დან 1 სამიანი და 5-დან 4 საჯარიმო გამოიყენა.

შენგელიას გარდა "ბასკონიელთა" რიგებში 10 ქულიანი ნიშნული გრეინჯერმა (17) და პუარიემ (10) გადალახეს. მეთიუ ჯენინგის ანგარიშზე კი 6 ქულა იყო.

"ოლიმპიაკოსის" მხრიდან 23 ქულით ნიკოლა მილუტინოვი გამოირჩა. ვასილის სპანულისმა გუნდს 11 ქულა შესძინა, ხოლო იანის სტრელნიეკსმა მატჩი 10 ქულით დაასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები