Aa
Aa

"მათ კონორის მოკვლა შეეძლოთ...ისინი სწორედ მაკგრეგორის მოსაკლავად ემზადებოდნენ"

წლის ბრძოლა, რომელიც ლას ვეგასში კონორ მაგკგრეგორსა და ხაბიბ ნურმაგომედოვს შორის შედგა დაღესტნელის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

საბოლოოდ ამ მეტად საინტერესო ორთაბრძოლამ მთელი ხიბლი მას შემდეგ დაკარგა, როდესაც ხაბიბი ოქტაგონიდან გადახტა და კონორის გუნდის წევრებს დაერია.

Marca-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი ირლანდიელი ქომაგი დევიდ მარტინი ხსენებულ ინციდენტს იხსენებს და ამბობს, რომ  ნურმაგომედოვის მომხრეებს მაკგრეგორის მოკვლა სურდათ. ისინი კონორს აშკარად იმეტებდნენ და მათი მცდელობები ყოველგვარ ზღვარს ცდებოდა.

მარტინი ამ ინციდენტში თავადაც მონაწილეობდა და როგორც ამბობს, ის ოქტაგონზე მაკგრეგორის დასახმარებლად გადახტა.

დევიდ მარტინი სუფთა სისხლის ირლანდიელია და როგორც თავად თქვა, ის თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა. მისი ნაბიჯი მხოლოდ პატრიოტული იყო და სიცოცხლის გადარჩენას ემსახურებოდა.

„ვიფიქრე, რომ რუსეთი ირლანდიას თავს ესხმოდა. მაკგრეგორი ბრძოლის შემდეგ განადგურებული და დაქანცული იყო. როდესაც რუსი ფანატების ჯგუფმა მასზე თავდასხმა გადაწყვიტა, მე მივიჩნიე, რომ უნდა ჩავრეულიყავი, ჩემი ქვეყანა მიხმობდა.

მე იმედგაცრუებული ვარ, რომ მაკგრეგორისთვის დახმარება უფრო ადრე ვერ შევძელი. ის ტიპი, ვინც კონორს ზურგიდან თავს დაესხა და თავის არეში დარტყმა მიაყენა, მას მისი მოკვლა შეეძლო.

ამ ყველაფრის შემხედვარე გავიფიქრე, რომ მათ კონორის მოკვლა სურდათ. ეს მართლაც ასე იყო. ისინი სწორედ ამისთვის ემზადებოდნენ და ბუნებრივია მაკგრეგორი ამას არ დაუშვებდა“.

ცხელი ამბები