ხაბიბმა მეივეზერი ბრძოლაში გამოიწვია! "ჯუნგლებში მხოლოდ ერთი მეფეა და ეს მე ვარ"
როგორც მოგეხსენებათ, UFC-ის ორი უძლიერესი მებრძოლის ირლანდიელი კონორ მაკგრეგორისა და რუსი ხაბიბ ნურმაგომედოვის დაპირისპირება წარმოშობით დაღესტნელის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.
წლის ბრძოლა მე-4 რაუნდში ხაბიბის გამარჯვებით დასრულდა. ხაბიბმა კონორს ეგრეთწოდებული "მოგუდვის" ილეთი ჩაუტარა, რის შემდეგაც ირალანდიელი დანებდა და მას ტექნიკური ნოკაუტით წაგება ჩაეთვალა.
ამ მომენტისთვის ხაბიბის კარიერული მონაგარი ასე გამოიყურება - 27 გამარჯვება და 0 მარცხი.
ხაბიბ ნურმაგომედოვს როგორც ჩანს ამბიციები მოეძალა და კონორ მაკგრეგორის გზას დაადგა.

ხაბიბმა საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე ვიდეო ატვირთა, რომელშიც ის ლეგენდარულ ამერიკელ მოკრივეს ფლოიდ მეივეზერს ბრძოლაში იწვევს.
"ფლოიდ მოდი! ბრძოლისთვის მე მზად ვარ. 50:0-ზე vs 27:0-ზე. ორი ადამიანი, რომლებიც არასდროს დამარცხებულან.
რატომაც არა? ხომ იცი ჯუნგლებში მხოლოდ ერთი მეფეა და ეს რა თქმა უნდა ეს მე ვარ, რადგან შენ მაკგრეგორი ვერ დააგდე, მე კი ეს ადვილად მოვახერხე".
ამ ეტაპზე მეივეზერის პასუხი უცნობია. როგორც მოგეხსენებათ, გასულ წელს ფლოიდისა და კონორის დაპირისპირება, რომელიც კრივის წესებით გაიმართა, ამერიკელის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.
აქვე გეტყვით, რომ ფლოიდ მეივეზერმა რამდენიმე კვირის წინ მენი პაკიაო გამოიწვია და მას მატჩ-რევანში შესთავაზა.
მოკლედ, წინ დიდი ამბები გველოდება და იმედი ვიქონიოთ, რომ ორივე ბრძოლა შედგება.