თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ცნობილია
დუშეთის ოლიმპიური მზადების ცენტრში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრების საკონტროლო შეხვედრები გაიმართა. რომლის შემდეგაც მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ მსოფლიო ჩემპიონატზე დასაყენებელი შემადგენლობა დაასახელა.
მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ასეთია: ოთარ გოგავა (57), ბექა ლომიძე (62), ლადო ხინჩეგაშვილი (65), ზურაბ იაკობაშვილი (70), ავთანდილ კენჭაძე (74), დავით ხუციშვილი (79), სანდრო ამინაშვილი (86), დავით მარსაგიშვილი (91), ელიზბარ ოდიკაძე (97), გენო პეტრიაშვილი (125).
მსოფლიო ჩემპიონატი 20-28 ოქტომბერს ბუდაპეშტში გაიმართება. თავისუფალი სტილით მოჭიდავეები უნგრეთში 17 ოქტომბერს გაემგზავრებიან.
ქართველმა მოჭიდავეებმა მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონატზე სულ 3 მედალი მოიპოვეს. ჩემპიონები ზურაბ იაკობშვილი და გენო პეტრიაშილი გახდნენ. ლადო ხინჩეგაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.