კონტინენტის ფარზე
Aa
Aa

კონტინენტის ფარზე "ლოკომოტივი" იტალიურ კლუბს დაუპირისპირდება

კონტინენტის ფარის პირველ შეხვედრაში სააქართველოს ცემპიონი "ლოკომოტივი" იტალიის "კალვიზანოს" შეხვდება.

მატჩი ავჭალის სარაგბო სტადიონზე გაიმართება და 15:00 საათზე დაიწყება.

შეხვედრის წინა დღეს თბილისურმა კლუბმა კაპიტნის ვარჯიში გამართა.

გიორგი ბეგაძე (მორაგბე) : „ქომაგის მხარში დგომა ძალიან გვჭირდება. ქომაგისთვის ამ თამაშს დიდი დატვირთვა ექნება. ჩვენ ძალიან გვჭირდება მათი მხარდაჭერა და გვერდში დგომა. გულშემატკივარი დიდი ძალაა და იმედია ტრიბუნები გაივსება“

თემურ ბენდიაშვილი (მთ.მწვრთნელი) : " ემოცია გადამდებია და სტადიონი რო გაივსება ძალიან გაგვიხარდება. შეძახილებით მოთამაშეები შინაგან ენერგიას იძენენ და ეს მუხტი თამაშს უხდება" მჯერა ჩემი გუნდის და ხვალინდელ მატჩში განმარჯვებას ველი."

 ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში, ‘ლოკომოტივი’ ფინალში „ბ“ ჯგუფის გამარჯვებულს 30 მარტს შინ მიიღებს, ხოლო 20 აპრილს სტუმრად შეხვდება

ცხელი ამბები