ლაშა ტალახაძე:
Aa
Aa

ლაშა ტალახაძე: "მეტის ღირსები ვართ...ესღა გვაკლდა საქართველოში ჩინელები გვცემდენ"

როგორც მოგეხსენებათ გუშინ ხაშურში რეპორტაჟის მოსამზადებლად ჩასული რუსთავი 2-ის ჟურნალისტი ეკა გაგუა და ოპერატორი ლევან კალანდია ჩინური კომპანიის თანამშრომლებმა სცემეს.

საქმე ეხებოდა ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობისას არსებულ დარღვევებს. სწორედ ხსენებულ საქმეზე სიუჟეტის მოსამზადებლად ჩასულ ჟურნალისტებს ჩინური კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც ქვებით იყვნენ შეიარაღებული ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

ამ მეტად უსიამოვნო ინციდენტს სოციალური ქსელის საშუალებით ქართველი ძალოსანი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე გამოეხმაურა.

„მეტის ღირსები ვართ. ესღა გვაკლდა საქართველოში ჩინელები გვიშლიდნენ გვცემდენ და გვიკრძალავდნენ რამეს!!!!!“

ცხელი ამბები