წარუმატებელი სტარტი ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე
ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების სტარტი ქართველი სპორტსმენებისთვის წარუმატებელი გამოდგა.
ტაეკვონდში ზურაბ კინწურაშვილმა (48 კგ) კორეელ იმ სონგბინთან პირველივე შეხვედრა 11:30 დათმო და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა. საბოლოოდ კორეელი სპორტსმენი თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, ოქროს მედალი კი რუსმა დმიტრი შიშკომ მოიგო.
ჩოგბურთში კი ანა მაქაცარია ლიხტენშტეინელ სილვია ზანდის დაპურისპირდა და ორ სეტში ანგარიშით 5:7 3:6 დამარცხდა.
ხვაალ საქართველოს სახელით 4 სპორტსმენი ძიუდოისტი ილია სულამანიძე , ტყვიის მსროლელი ნინო ხუციბერიძე , ტანმოვარჯიშე ქეთევენ არბოლიშვილი და ძალოსანი არჩილ მალაყმაძე იასპარეზებენ.