ბასილაშვილი პეკინის ტურნირის ნახევარფინალშია !
პეკინის ATP-ის 500 სარეიტინგო ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტუნისელი მალიკ ჯაზირი დაამარცხა.
ჯაზირი, რომელმაც მერვედფინალში გერმანელი ზვერევის ძლევით სენსაცია შემოგვთავაზა, ქართველთან ორ სეტში დამარცხდა. ბასილაშვილმა ორივე სეტი ერთნაირი ანგარიშით მოიგო - 6:2, 6:2.
აღსანიშნავია, რომ პირველ სეტში ქართველმა ძალიან დამაჯერებლად გაიმარჯვა. ბასილაშვილმა საკუთარი გეიმებიდან მხოლოდ 5 ქულა დათმო, მეტოქის მოწოდებაზე მოპოვებული ხუთი ბრეიკ-პოინტიდან ორი გამოიყენა.
ბასილაშვილისა და ჯაზირის შეხვედრა 1 საათი და 8 წუთი მიმდინარეობდა.
ნახევარფინალში ბასილაშვილი ბრიტანელ კაილ ედმუნდს შეხვდება.
შეგახსენებთ, მიმდინარე წელს ბასილაშვილი ATP-ის ტურნირის ნახევარფინალში მეორედ ითამაშებს. პირველად ნახევარფინალში ჰამბურგის ტურნირზე გავიდა, სადაც პირველი ადგილი დაიკავა.