ფერნანდუ სანტუშმა და
Aa
Aa

ფერნანდუ სანტუშმა და "იუვენტუსმა" რონალდუს მხარდაჭერა გამოუცხადეს

„იუვენტუსმა“ და პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა,  კრიშტიანუ რონალდუს მხარი დაუჭირეს. როგორც მოგეხსენებათ, პორტუგალიელს კეტრინ მაიორგა ბრალს გაუპატიურებაში დებს და სასამართლოში უჩივის. საქმე 2009 წელს ლას-ვეგასში მომხდარ ინციდენტს ეხება. 34 წლის მაიორგას განცხადებით რონალდუმ მას გაუპატიურების შემდეგ დუმილის სანაცვლოდ 370 000 დოლარი გადაუხადა. „ბებერი ქალბატონის“ თავდამსხმელმა ბრალდებები სოციალურ ქსელში უარყო და გაუპატიურებას ამორალური დანაშაული უწოდა.

კრიშტიანუს პოზიცია „ტურინის იუვენტუსმაც“ გაიზიარა. იტალიურმა გუნდმა ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც განაცხადა: „ბოლო თვეებში კრიშტიანუ რონალდუმ უმაღლესი პროფესიონალიზმი და საოცარი თავდადება გამოავლინა, რასაც "იუვენტუსის" თითოეული წევრი აფასებს. ინციდენტი, რომელიც 10 წლის წინ მოხდა ამ მოსაზრებას ვერ შეცვლის. ზუსტად ასე ფიქრობს ყველა ის ადამიანი, ვისაც ოდესმე დიდ ჩემპიონთან ურთიერთობა ჰქონია“.

როგორც აღვნიშნეთ რონალდუს მხარი პორტუგალიის ნაკრების თავკაცმა, ფერნანდუ სანტუშმაც დაუჭირა. ეს უკანასკნელი კრიშტიანუს შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას პრესკონფერენციაზე შეეხო და განაცხადა:"ორი თუ სამი დღის წინ რონალდუმ ბრალდებები კატეგორიულად უარყო და გაუპატიურებას ამორალური დანაშაული უწოდა. მე მისი სიტყვების მჯერა. კრიშტიანუმ რამდენჯერმე განაცხადა, რომ მას მსგავსი არაფერი ჩაუდენია და დარწმუნებული ვარ არ იტყუება. მას დიდი ხანია ვიცნობ და ზუსტად ვიცი, რომ ის ასეთ დანაშაულს არ ჩაიდენდა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები