Aa
Aa

შენგელია საუკეთესოა! "ბასკონია" სტუმრად დამარცხდა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მეორე ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონია" სტუმრად "სან პაბლო ბურგოსს" დაუპირისპირდა და სამქულიანი სხვაობით 79 - 82 დამარცხდა.

მატჩი მასპინძლების უპირატესობით დაიწყო. პირველი მეოთხედი მათ 24-18 მოიგეს და შეხვედრის სასურველ შედეგამდე მიყვანა მოახერხეს.

ქართველმა მძიმე ფორვარდმა შესანიშნავად იასპარეზა და აქტივში 18 ქულა, 7 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. მოპოვებული ქულების რაოდენობით შენგელია ორივე გუნდში საუკეთესო იყო. თოკომ 12-დან 6 ორიანი, 2-დან 1 სამიანი და 4-დან 3 საჯარიმო გამოიყენა.

მასპინძლებთა რიგებში 14 ქულით ბრენდენ ფრეიზერი გამოირჩა, დეონ ტომპსონმა 12 ქულა მიითვალა, ხოლო გორან ჰუსკიჩმა მატჩი 13 ქულით დაასრულა. ბასკთა მხრიდან თოკოს გარდა 10 ქულიანი ნიშნული ჯენინგმა(10), შილდსმა(12) და ჰუერტასმა(12) გადალახეს.

შეხვედრის შემდეგ "ბასკონიას" ტვიტერის ოფიციალურმა გვერდმა გამოკითხვა ჩაატარა და გულშემატკივრებს MVP-ის დასახელება თხოვა. შენგელიამ აშკარა უპირატესობით გაიმარჯვა და ხმების 69 პროცენტი მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები