ბაქო 2018: გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე +100 კგ. წონით კატეგორიაში გამოსვლა გურამ თუშიშვილმა დაიწყო და ის უკვე ნახევარფინალშია.
გურამმა ასპარეზობა რუმინელი გოლიათის წინააღმდეგ დაიწყო, რომელიც იპონით დაამარცხა.
რუმინელი ძიუდოისტის მონაცემები ასეთია - 2 მეტრი და 3 სანტიმეტრი, თუმცა გურამს მისი დამარცხება არ გასჭირვებია.
თუშიშვილის მეორე მეტოქე უკრაინელი იაკივ ხამო იყო, რომელიც ვაზარის აღების შემდეგ იპონით დაამარცხა.
მეოთხედფინალში ქართველის მეტოქე ჰოლანდიელი როი მეიერი იყო. ბრძოლა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დამატებით დროში ოქროს ქულამდე გაგრძელდა.
თუშიშვილმა ამჯერადაც იპონით იმარჯვა და ნახევარფინალში მისი მეტოქე მონღოლი ულზიბაიარ დურენბაიარი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ფინალური ბლოკი თბილისის დროით 16:00 საათიდან აიღებს სტარტს.