შერაზადაშვილი მსოფლიო ჩემპიონია
ნიკოლოზ შეარაზადაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
90 კილოგრამ წონით კატეგორიის ძიუდოისტმა მედალი ესპანეთის სახელით მოიპოვა.
ფინალურ შეხვედრაში შერაზადაშვილმა კუბელი ივან ფელიპე სილვა მორალესი დაამარცხა.
ქართველმა ძიუდოისტმა ოქროს მედლის გზაზე 6 მეტოქეს მოუგო.
მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალამდე ნიკოლოზმა ისლანდიელ ეგილ ბლონდალს , რუს მიხაილ იგოლნიკოვს , თურქ მიკაილ ოცერლერს ,კუბელ ესლი გონსალესა და უნგრელ კრისტიან ტოს აჯობა.
ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე მხოლოდ ერთი მედალია.
ჩემპიონატის პირველ დღეს ბრინჯაოს პრიზიორი ამირან პაპინაშვილი გახდა.
ხვალ მსოფლიო ჩემპიონატზე 100 კილოგრამ წონით კატეგორიის მედლები გათამაშდება.
საქართველოს სახელით კი ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი იასპარეზებს