Aa
Aa

4:2! - დოჰიოდან გადაგდებული მეტოქე და ტოჩინოშინის მორიგი გამარჯვება!

ლევან გორგაძემ "აკი ბაშო"-ზე მორიგი ორთაბრძოლა გამართა და 31 წლის იაპონელ სუმოისტს, იკიოის დაუპირისპირდა.

იკიოი რანგით პირველი მაეგაშირაა და მიმდინარე ბაშოზე საწყისი ხუთივე ორთაბრძოლა წაგებული ჰქონდა, ქართველმა კი 5 შესაძლებლობიდან 3-ჯერ იმარჯვა.

ტოჩინოშინმა დღევანდელი შერკინება კარგად დაიწყო და მეტოქე თავისსავე მიძალებისას წააქცია. გორგაძემ პირველი შეჯახება მოიგერია, რის შემდეგაც იკიოიმ თავი ვეღარ შეიკავა და ინერციით დოჰიოდან გადავარდა.

შედეგად, ჩვენმა თანამემამულემ მე-4 გამარჯვება მოიპოვა და დადებითი ბალანსისკენ გეგმაზომიერად მიიწევს. კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსი) დასაფიქსირებლად, ლევანს მინიმუმ 8 მოგება სჭირდება.

ტოჩინოშინი "აკი ბაშო"-ს მე-7 დღეს, 25 წლის სეკივაკეს, იჩინოჯოს შეხვდება, რომელიც 227 კგ.-ს იწონის და 193 სმ. სიმაღლისაა. 6 დღის შემდეგ, მონღოლი რიკიშის მონაგარი მხოლოდ 2 გამარჯვებაა. 

სუმოისტები ერთმანეთს 16-ჯერ დაუპირისპირდნენ - 11-ჯერ ტოჩინოშინმა იმარჯვა, 5-ჯერ კი - იჩინოჯომ.

ცხელი ამბები