2:0! - ტოჩინოშინის მავაში და იოლი იორიკირი!
ლევან გორგაძე "აკი ბაშო"-ზე გამოსვლას აგრძელებს და გათამაშების მე-2 დღეს იუტაკაიამას დაუპირისპირდა, რომელსაც პირველი ორთაბრძოლა წაგებული ჰქონდა.
სუმოისტები ერთმანეთს მხოლოდ მეორედ ხვდებოდნენ, რისი მიზეზიც ისაა, რომ იუტაკაიამა მაკუუჩი დივიზიონში წელს დაწინაურდა. ტოჩინოშინი ურთიერთშეხვედრებში 1:0-ს იგებდა.
რანგით მე-2 მაეგაშირა იუტაკაიამასთან, ტოჩინოშინს გამარჯვება დიდად არ გასჭირვებია. მან უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა, თანდათან მავაშში ჩავლება აიღო, რასაც მეტოქის იორიკირით, დოჰიოდან გაყვანა მოჰყვა.
გორგაძის მოგება-წაგებათა ბალანსი 2:0-ზე გახდა და ის ლიდერთა შორისაა. შეგახსენებთ, რომ 30 წლის ქართველი რანგით ოძეკი გახლავთ და მისთვის ეს ბაშო ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წოდების შესანარჩუნებლად კაჩი-კოში, ანუ ტურნირის დადებითი ბალანსით დასრულება სჭირდება.
"აკი ბაშო"-ს მე-3 დღეს, ტოჩინოშინი თავის ერთ-ერთ უხერხულ მეტოქეს, ტაკაკეიშოს შეხვდება, რომელთაგანაც პირადში 1:3-ს აგებს. უშუალოდ წლევანდელ სეზონში ანგარიში 1:1 გახლავთ.