4 დღე
Aa
Aa

4 დღე "აკი ბაშოს" დაწყებამდე და ტოჩინოშინი მთავარ პოსტერზე

9 აგვისტოს ტოკიოში სტარტს სეზონის რიგით მე-5 „აკი ბაშო“ აიღებს.

ბუნებრივია ჩვენი ყურადღება ლევან გორგაძის იგივე ტოჩინოშინისკენ არის მიმართული.

ქართველმა სეკიტორმა ტრავმა უკვე მოიშუშა და ვარჯიშიც განაახლა. ტოჩინოშინმა მოსამზადებელი საგამოფენო შეხვედრები გამართა და მოგება წაგებათა ბალანსი 15-11-ზე დაასრულა.

ტოკიოში ბაშოს უდიდესი მოლოდინით ხვდებიან და ვარაუდობენ, რომ ის ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და სანახაობრივი იქნება. ამის მიზეზი კი სუმოისტთა ძლიერი შემადგენლობაა.

ბოლო პერიოდში ტრავმების გამო 2018 წელს გამართულ ბაშოებზე იოკოძუნებისა და ოძეკების ნაკლებობა იყო. „აკი ბაშოზე“ კი ამის პრობლემა არ იქნება.

ოძეკებთან ერთად ტოკიოში იაპონელი იოკოძუნა კისენოსატოც დაბრუნდება.

აღსანიშნავია და სასიამოვნოა, რომ „აკი ბაშოს“ მთავარ პოსტერზე ტოჩინოშინი არის გამოსახული. ცოტა ხნის წინ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ფოტო, სადაც ლეგენდარულ მონღოლ იოკოძუნა ჰაკუჰოს ხელში ხსენებული პოსტერი უჭირავს.

ლევან გორგაძე ოპტიმისტურად არის განწყობილი და ბაშოს დაწყებამდე სასურველ ფორმას ნელ-ნელა იბრუნებს.

ცხელი ამბები