ავთანდილ ხურციძე და რაჟდენ შულაია ბრუკლინის ციხეში დაჭრეს
მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი კრივში ავთანდილ ხურციძე აშშ-ს ბრუკლინის ციხეში დაჭრეს.
ამის შესახებ ინფორმაციას Crimerussia ავრცელებს. წყაროს თანახმად, ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა ამჟამინდელი ცნობით კონფლიქტი ე.წ. კანონიერ ქურდ რაჟდენ შულაიასა და ციხეში მყოფ ლათინოამერიკულ დაჯგუფებას შორის მოხდა. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა და ხურციძე შულაიას დასახმარებლად მივიდა, რის შემდეგაც ორივე დაჭრეს.

ხსენებული ინფორმაცია წყაროს რაჟდენ შულაიას თარჯიმანმა მიაწოდა.
ამ დროისთვის ორივე მათგანი ციხის სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძე ლევან მაყაშვილთან ერთად გასული წლის 8 ივნისს დააკავეს. მათ ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირი, თაღლითობის მომზადება და რეკეტში მონაწილეობა ედებათ ბრალად.