დირკ ნოვიცკიმ ყველა დროის ბომბარდირთა სიაში შაკილ ო’ნილს გადაუსწრო
Aa
Aa

დირკ ნოვიცკიმ ყველა დროის ბომბარდირთა სიაში შაკილ ო’ნილს გადაუსწრო

"დალას მავერიქსის" ვეტერანი დირკ ნოვიცკი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მეექვსე ადგილზე გადავიდა.

"ბრუკლინთან" მატჩის შემდეგ, გერმანელმა თავისი მონაგარი 28 609 ქულამდე აიყვანა და ლეგენდარულ შაკილ ო'ნილს გაუსწრო.

ამ მომენტისთვის, NBA-ის სნაიპერთა "შესანიშნავი შვიდეული" ასე გამოიყურება:

 

1. ქარიმ აბდულ-ჯაბარი       38 387

2. კარლ მელოუნი     36 928

3. კობი ბრაიანტი       32 897

4. მაიკლ ჯორდანი    32 292

5. უილტ ჩემბერლენი            31 419

6. დირკ ნოვიცკი        28 609

 

7. შაკილ ო’ნილი       28 596

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები