NBA-ში ფავორიტებმა იმარჯვეს
Aa
Aa

NBA-ში ფავორიტებმა იმარჯვეს

ერთდღიან საშობაო არდადეგებზე გამგზავრებამდე, რეგულარულ ჩემპიონატში 13 მატჩი გაიმართა. ფავორიტებმა გუშინ წარმატებით ითამაშეს.

"ნიუ იორკ ნიქსმა", რომელიც ტრავმირებული კარმელო ენტონის გარეშე თამაშობდა, სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია სტუმრად "კლივლენდს". სამი მეოთხედის შემდეგ ანგარიში თანაბარი იყო, საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე კი "ნიქსი" ორ ქულას იგებდა. მაგრამ ამ ოთხ წუთში ლებრონ ჯეიმსმა და ტრისტან ტომპსონმა ჯამში 11 ქულა დააგროვეს და შეძლეს რთული მატჩის მოგება. "ნიქსის" რიგებში 23 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა ლატვიელმა ვუნდერკინდმა კრისტაპს პორზინგისმა, თუმცა მეოთხე მეოთხედში ქულაც ვერ აიღო. "კლივლენდისთვის" ეს იყო ზედიზედ მეექვსე მოგება იყო.

ზედიზედ მეშვიდე შეხვედრა მოიგო "სან ანტონიომ", რომელმაც სტუმრად არ შეიმჩნია "ახალგაზრდა" "მინესოტას" წინააღმდეგობა. "სპურსმა" თავიდანვე დაიწყო გაქცევა და ოთხივე მეოთხედი მოუგო მეტოქეს. მასპინძლები ერთხელაც არ გასულან წინ.

30 მატჩის შემდეგ, "სპურსს" ქულების სხვაობა - "+408" აქვს, რაც მეორე შედეგია ლიგის ისტორიაში.

ასევე იოლი გასეირნება ჰქონდა "გოლდენ სტეიტს", რომელიც პირველივე მეოთხედში 10 ქულით გავიდა წინ "იუტას" წინააღმდეგ და დამაჯერებლად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე. გასული სეზონიდან მოყოლებული, "მეომრებმა" შინ ზედიზედ 31-ე გამარჯვებას მიაღწიეს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია კლუბის ისტორიაში.

"გოლდენ სტეიტს" 27 მოგება და ერთი წაგება აქვს - საშობაო პაუზის მომენტში, ასეთი ბალანსი ისტორიაში არც ერთ გუნდს არ ჰქონია. მოქმედი ჩემპიონი გრაფიკით უსწრებს 1995-96 წლების სეზონის "ჩიკაგო ბულზის" რეკორდს, რომელმაც რეგულარულ ჩემპიონატში 72 მატჩი მოიგო.

 

შარლოტი-ბოსტონი  89:102

21:29, 19:18, 22:27, 27:28

შ: კამინსკი (23), ბატუმი (17+7 პასი), ლინი (12), ლემბი (12), უოკერი (10), ზელერი (7+10 მოხსნა).

ბ: ოლინიკი (20+9 მოხსნა), კრაუდერი (19+12 მოხსნა), ტომასი (18+7 პასი), ბრედლი (18), ლი (10), სალინჯერი (8+10 მოხსნა).

 

კლივლენდი-ნიუ იორკი       91:84

31:24, 24:26, 17:22, 19:12

კ: ჯეიმსი (24+9 მოხსნა), ლავი (23+13 მოხსნა), ტომპსონი (10+14 მოხსნა).

ნ-ი: პორზიგინსი (23+13 მოხსნა), აფლალო (16), უილიამსი (11), კალდერონი (10).

 

ინდიანა-საკრამენტო 106:108

27:30, 22:34, 33:20, 24:24

ი: ელისი (21+3 ჩაჭრა), ჯორჯ ჰილი (20+3 ჩაჭრა), მაილსი (20), ჯორდან ჰილი (14), ჯორჯი (12+10 მოხსნა+4 ჩაჭრა).

ს: კაზინსი (25+16 მოხსნა+3 დაფარება), კოლისონი (24), გეი (19), კასპი (15+11 მოხსნა), რონდო (13+16 პასი).

 

ორლანდო-ჰიუსტონი           104:101

27:33, 32:20, 28:21, 17:27

ო: ვუჩევიჩი (21), ჰარისი (19), ფურნიე (17), გორდონი (14), პეიტონი (12+9 პასი), ფრაი (10).

ჰ: ჰარდენი (31+7 პასი), ჰოვარდი (12+3 დაფარება), ლოუსონი (11), კაპელა (10).

 

ვაშინგტონი-მემფისი  100:91

25:18, 34:30, 22:17, 19:26

ვ: ტემპლი (20), სეშენსი (16), უოლი (14+14 პასი), გორტატი (12+12 მოხსნა), დადლი (11), ურბე (10).

მ: კონლი (21), გრინი (19+12 მოხსნა+3 ჩაჭრა), რენდოლფი (16), მ. გასოლი (11).

 

ბრუკლინი-დალასი   118:119 (ო)

26:32, 27:32, 34:17, 21:27, 10:11

ბ: იანგი (29+10 მოხსნა+4 ჩაჭრა), ბოგდანოვიჩი (17), ჯეკი (13+8 პასი), ჯონსონი (13), ლოპესი (13), ბარნიანი (12).

დ: ბარეა (32+11 პასი), ნოვიცკი (22), მეტიუზი (17), ვილანუევა (14), პარსონსი (11+8 პასი).

 

ატლანტა-დეტროიტი           107:100

27:26, 34:19, 21:22, 25:33

ა: ტიგი (23+9 პასი+4 ჩაჭრა), მილსეპი (18), ჰორფორდი (15), შრიოდერი (14), სპლიტერი (11).

დ: დრამონდი (25+12 მოხსნა+3 დაფარება), მორისი (22), ჯექსონი (19+7 პასი), კოლდუელ-პოუპი (12).

 

მილუოკი-ფილადელფია     113:100

35:18, 30:28, 27:24, 21:30

მ: ანტენტოკუნმპო (22), მიდლტონი (21), კარტერ-უილიამსი (18+9 პასი+4 ჩაჭრა), პარკერი (16), მონრო (11), ენისი (10).

ფ: ოკაფორი (17), ტომპსონი (16), ნოელი (11+3 ჩაჭრა), ლენდრი (10), კანაანი (10).

 

მინესოტა-სან ანტონიო         83:108

16:28, 22:24, 23:25, 22:31

მ: ლავინი (17), მუჰამადი (15), დიენგი (12), თაუნსი (10+11 მოხსნა), უიგინსი (10).

ს-ა: ლეონარდი (19), პარკერი (14), უესტი (13), ოლდრიჯი (12), გრინი (11), ანდერსონი (10).

 

ნიუ ორლეანი-პორტლენდი 115:89

26:23, 27:13, 27:29, 35:24

ნ-ო: დევისი (28+12 მოხსნა+3 დაფარება), ევანსი (24+9 პასი), ჰოლიდეი (19), ანდერსონი (13), გორდონი (11).

პ: მაკოლუმი (19+7 პასი), ლეონარდი (15), კრაბე (12), ჰენდერსონი (11), ამინუ (10), პლამლი (8+12 მოხსნა).

 

ფინიქსი-დენვერი       96:104

21:33, 29:23, 22:23, 24:25

ფ: ნაითი (21+10 პასი), პრაისი (20), ლოიერი (18+10 მოხსნა), ტაკერი (8+13 მოხსნა).

დ: ფოიე (31), მუდიაი (19+10 მოხსნა), ბარტონი (17+9 მოხსნა), იოკიჩი (13+9 მოხსნა), ფარიდი (11+3 დაფარება).

 

გ. სტეიტი-იუტა           103:85

23:13, 24:25, 26:20, 30:27

გ-ს: ტომპსონი (20), კარი (16+9 პასი+3 ჩაჭრა), გრინი (15+9 მოხსნა), ბოგუტი (10+13 მოხსნა).

ი: ფეივორსი (17+9 მოხსნა), ჰუდი (15), ბერკი (13), ბერკსი (13).

 

ლეიკერსი-ოკლაჰომა          85:120

17:27, 29:30, 15:35, 24:28

ლ: ბრაიანტი (19), რასელი (18), კელი (12), კლარკსონი (10), საკრე (10).

 

ო: უესტბრუკი (23+8 პასი), დურანტი (21+3 დაფარება), იბაკა (17), კანტერი (16+11 მოხსნა), რობერსონი (15+4 დაფარება).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები