ნუგზარ წურწუმია და იაკობ ქაჯაია გერმანიის გრან-პრის გამარჯვებულები არიან
დორტმუნდში ბერძნულ-ჭიდაობაში საერთაშორისო გრან-პრის გათამაშებაზე საქართველოს ნაკრებმა 2-2 ოქრო-ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ტურნირის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი ნუგზარ წურწუმია გახდა, რომელმაც ფინალში გერმანელი ფაბიან შმიტი 10-3 დაამარცხა .
ასევე ჩემპიონის ტიტული მძიმეწონოსანმა იაკობ ქაჯაიამაც მოიპოვა, წყალტუბოელმა ფალავანმა ფინალში ლიეტუველ მანტას კნისტაუდასს 2-1 მოუგო.
ბრინჯაოს მედლები ლევან ქავჟარაძემ და გიორგი მელიამ მოიპოვეს.
ქავჟარაძემ გადამწყვეტ შეხვედრაში ნორვეგიელი მორტენ ტორესენი აშკარა უპირატესობით 9-0 მოუგო , ხოლო მელიამ ბელარუს დავიდ ჰამზატობს 8-7 სძლია.