კრივის ყოფილ ჩემპიონს შვილზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ
Aa
Aa

კრივის ყოფილ ჩემპიონს შვილზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

არგენტინელი სპორტსმენი და ყოფილი ჩემპიონი კრივში კარლოს ბალდომირი შვილზე სექსუალური ძალადობაში დაადანაშაულეს.

მოკრივე ჯერ კიდევ 2016 წელს დააკავეს. ამ ხნის განმავლობაში კი გამოძიებამ დაადგინა, რომ ბალდომირმა ძალადობა ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო, როცა გოგო 7 წლის იყო.

საქმე კი მას შემდეგ აღიძრა, რაც პოლიციას განცხადებით მსხვერპლის დედამ მიმართა.

არგენტინის ქალაქ სანტა ფეს პროკურორი სასამართლოსგან ითხოვს, 47 წლის მოკრივეს 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯოს. 

ვეტერანმა მოკრივემ  კარიერა 2014 წელს დაასრულა

ცხელი ამბები