ხელბურთელების მარცხი ევროპის პირველობაზე
Aa
Aa

ხელბურთელების მარცხი ევროპის პირველობაზე

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე ხელბურთის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 18 წლამდე ნაკრები ბერძენ თანატოლებთან ანგარიშით 19:24 დამარცხდა.

საქართველოს რიგებში საუკეთესო გიორგი ცხოვრებაძე იყო , რომელმაც მეტოქის კარი ხუთჯერ აიღო.

ბერძენთა რიგებში კი თავი მეკარემ პანაგოიტის პაპანტონოპულოსის გამოიჩინა , რომელმაც თავისი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

ახალგაზრდა ხელბურთელები მორიგ შეხვედრას დღეს ჯგუფის ლიდერთან იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა 17:00 საათზეა ჩანიშნული.

ტურნირის ნახევარფინალში ჯგუფიდან პირველ მეორე ადგილზე გასული ნაკრებები იასპარეზებენ.

ცხელი ამბები