Aa
Aa

ქართველმა მებრძოლმა რუსთან გამარჯვება ომში დაღუპულებს მიუძღვნა

 Kunlun Fight-ის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალურ ეტაპზე ქართველმა მებრძოლმა დავით ქირიამ რუსი ანატოლი მოისეევი დაამარცხა.  ქართველმა სპორტსმენმა გამარჯვება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპულ ქართველ მეომრებს მიუძღვნა.

შეგახსენებთ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად ჩვენი ქვეყნის 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. მას შემდეგ 150 ათასი ადამიანი დღემდე დევნილობაშია.

ე.წ. ''აგვისტოს ომი'' ხუთი დღე გრძელდებოდა.

ცხელი ამბები