მიხაელ შუმახერის შვილი მამის ნაბიჯებს მიჰყვება!
Aa
Aa

მიხაელ შუმახერის შვილი მამის ნაბიჯებს მიჰყვება!

მიხაელ შუმახერის შვილმა, მიკმა, ფორმულა 3-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა. სიმბოლურია, რომ მან ეს ზუსტად იმავე ტრასაზე მოახერხა, სადაც 26 წლის წინ მამამისმა იმარჯვა. 

მიხაელის დებიუტი 1991 წელს შედგა და იგი "Jordan"-ის ბოლიდს ატარებდა. აღნიშნული თარიღიდან 1 წლის შემდეგ მან საყოველთაოდ ცნობილი "ბენეტონის" რბოლა მოიგო. მისი შვილი მამის მემკვიდრეობას მთლად ვერ ამართლებს და ჩატარებული 45 რბოლიდან გამარჯვების მიღწევა პირველად მოახერხა.

მიკი, რომელიც "Prema Powerteam Dallara-Mercedes"-ის წარმომადგენელია პირველი ადგილის მფლობელი საკმაოდ რთულ ბრძოლაში გახდა და აღსანიშნავია, რომ მან საწყის წრეზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ რბოლა მაინც განაგრძო.

Sueddeutsche Zeitung-თან საუბრისას ლეგენდარული გერმანელის შვილმა განაცხადა:

"როგორც ჩანს შუმახერების ოჯახისთვის სპა მშვენიერი ადგილია! გამარჯვებით უზომოდ ბედნიერი ვარ და ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ მთელ სხეულზე დამბურძგლა. მჯერა, რომ ყველაფერი წინ მაქვს და გამარჯვების მოპოვება გენებში მაქვს"!

ცხელი ამბები