ერთი დღე ჭადრაკის სამყაროში
43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტიმა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ ერთობლივი ღონისძიება „ერთი დღე ჭადრაკის სამყაროში“ გამართა.
დღის კულმინაციად უპრეცედენტო საჭადრაკო დაპირისპირება იქცა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონ ნონა გაფრინდაშვილსა და ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტ ზურაბ აზმაიფარაშვილს შორის.
„მეტოქეებმა“ ღვინით სავსე ჭიქებით ითამაშეს, რომლებსაც საჭადრაკო ფიგურების აღმნიშვნელი სტიკერი ჰქონდა დაკრული, ყოველი „მოკლული ფიგურის“ შემდეგ კი ნონა გაფრინდაშვილი და ზურაბ აზმაიფარაშვილი სპეციალურ სადღეგრძელოს ამბობდნენ. უჩვეულო პაექრობა ყაიმით დასრულდა.
ბათუმი 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას 23 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს. ბათუმმა ეს უფლება 2014 წელს, ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში გამართულ ფიდე-ს გენერალურ ასამბლეაზე მოიპოვა, სადაც 93 ხმა მიიღო, კონკურენტმა დურბანმა (სამხრეთ აფრიკა) კი - 58.
