პარუნაშვილის საოცარი დარტყმა - სადებიუტო გოლი დანიის სუპერლიგაში
Aa
Aa

პარუნაშვილის საოცარი დარტყმა - სადებიუტო გოლი დანიის სუპერლიგაში

დანიის სუპერლიგის 2018-19 წლების სეზონის მესამე ტურში ''მიდტიულანდმა'' შინ 3:1 დაამარცხა ''ესბიერგი.'' სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლი ქართველმა ფეხბურთელმა ლაშა პარუნაშვილმა გაიტანა, რომელმაც 45-ე წუთზე ბრწყინვალე დარტყმით შესანიშნავი გოლი შეაგდო.

25 წლის ფეხბურთელის გოლით ანგარიში 2:1 გახდა. მეორე ტაიმის მესამე დამატებულ წუთზე ''მიდტიულანდმა'' მესამე გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

პარუნაშვილმა ''მიდტიულანდის'' წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა. თბილისის ''დინამოს'' ყოფილი მოთამაშე 2017 წლიდან ''ესბიერგის'' ფეხბურთელია. დანიური გუნდის მაისურით პარუნაშვილმა მესამე გოლი გაიტანა (2 - დანიის პირველი დივიზიონი, 1 - დანიის სუპერლიგა).

საწყის სამ ტურში ''ესბიერგმა'' 2 მატჩი წააგო და ერთი შეხვედრა ფრედ დაასრულა.

პარუნაშვილის სადებიუტო გოლი დანიის სუპერლიგაში

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები