ევროპის ჩემპიონატი ძალოსანთა შორის: არჩილ მალაყმაძე ოქროს მედლის მფლობელია!
მილანში მიმდინარე 17 წლამდელთა ევროპირველობაზე 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში არჩილ მალაყმაძემ ატაცში სამივე ცდა (129 კგ. 134 კგ. 137 კგ.) წარმატებით შეასრულა და საქართველოს დელეგაციას ოქროს მედალი მოუტანა!
მალაყმაძემ მოგვიანებით აკვრაში 150 და 155 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლებსაც დაეუფლა.
ორჭიდის ჯამში არჩილ მალაყმაძემ 292 კგ. დააფიქსირა და ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ევროპირველობაზე ბუენოს აირესის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებიც თამაშდება.
ქართველმა სპორტსმენმა პირველი კომენტარიც გააკეთა:


გამოყენებულია საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ფოტომასალა