"ტურ დე ფრანსის" მეთექვსმეტე ეტაპი ფერმერთა პროტესტის გამო დროებით შეწყდა
დღეს „ტურ დე ფრანსი“ სრულ ქაოსში ჩაეფლო. ფერმერების გაფიცვის შედეგად რბოლა გარკვეული დროით შეჩერდა და პროტესტის შესაჩერებლად საქმეში პოლიციის ჩართვა გახდა საჭირო.
მეთექვსმეტე ეტაპის მიმდინარეობისას თითოეული მონაწილეს სოფლის ვიწრო გზაზე შეჩერება მოუწია და რომ არა სამართალდამცავები, სიტუაცია როდის მოგვარდებოდა არავინ იცის. აღსანიშნავია, რომ მომიტინგეების დასაშლელად პოლიციელებმა წიწაკის აეროზოლები გამოიყენეს, თუმცა ეს უკანასკნელი ჰაერში გავრცელდა და თვალების დაცვა, როგორც „ტურ დე ფრანსის“ მონაწილეებს, ასევე სამართალდამცავებს მოუწიათ.


ფრანგმა ფერმერებმა გზის გვერდით ტრაქტორები დააყენეს, ხოლო უშუალოდ ტრასაზე თივის ზვინები ჩადგეს და ველომრბოლელების შეჩება ამ ხერხით სცადეს.



სამშაბათის ინციდენტი პირველი არ ყოფილა. ერთ-ერთი ეტაპისას ბრიტანელი სპორტსმენი, კრის ფრუმი, მაყურებელმა შებოჭა, ხოლო მომდევნო რბოლაში მას შეაფურთხეს.


“Sky”-ის გუნდის მეორე წევრს, გერეინტ ტომასს, ხშირად უსტვენენ და მის მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავენ. შეგახსენებთ, რომ ზემოთხსენებულ ფრუმს ბრალი დოპინგის მოხმარებაში ედებოდა.
