„ნაგოია ბაშო“ ჰაკუჰოს გარეშე გაგრძელდება
Aa
Aa

„ნაგოია ბაშო“ ჰაკუჰოს გარეშე გაგრძელდება

ლეგენდარულმა მონღოლმა იოკოძუნამ, ჰაკუჰომ, ფეხის ტრავმის გამო „ნაგოია ბაშოს“ გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

ჰაკუჰომ პირველი 3 ორთაბრძოლა მოიგო, თუმცა 33 წლის სუმოისტს მარჯვენა ფეხის მუხლის მყესის და წვივის დაზიანება დაუდგინდა. სარეაბილიტაციო პერიოდი ორ კვირას შეადგენს და მონღოლი ლეგენდა იძულებული გახდა „ნაგოია ბაშოს“ გაგრძელებას უარი ეთქვა.

ჰაკუჰოს მოხსნის შემდეგ ბაშოზე ერთი იოკოძუნა და სამი ოძეკი დარჩა, მათ შორისაა ქართველი სეკიტორი, ტოჩინოშინი, რომელიც კაკურიუსთან ერთად ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. 

შეგახსენებთ, რომ ჰაკუჰომ წლევანდელ სეზონში სრულად მხოლოდ ერთი ბაშო ჩააატარა. ოთხშაბათს ჩიონოკუნის წინააღმდეგ გასამართი შეხვედრა მონღოლს წაგებად ჩაეთვლება.

ცხელი ამბები