Aa
Aa

სწრაფად და დამაჯერებლად! ტოჩინოშინის ზედიზედ მეორე!

ქართველმა სეკიტორმა ლევან გორგაძემ "ნაგოია ბაშოზე" ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და დასავლეთის მეორე მაეგაშირა, ჩიონოკუნი დაამარცხა. ლევანმა დამაჯერებლად ორთაბრძოლა ჩაატარა და მეტოქეს ოშიდაშის ილეთით სძლია

ჩიონოკუნის ამ მატჩამდე ტოჩინოშინთან 6 შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული და გამარჯვების მოპოვება მხოლოდ ერთში მოახერხა. ჩიონოკუნი სიმაღლეში 183 სანტიმეტრია და 145 კილოგრამს იწონის. მას მაკუუჩის დივიზიონში 124 მოგება და 134 მარცხი აქვს.

გორგაძის მომდევნო მეტოქე კომუსუბის წოდების მქონე შოჰოზანი იქნება. ეს უკანასკნელი სიმაღლეში 178 სანტიმეტრია და 141 კილოგრამს იწონის. ურთიერთშეხვედრებში აშკარა უპირატესობა ქართველი სეკიტორის მხარესაა, ლევანმა ჩატარებული 15 შეხვედრიდან შოჰოზანს 12-ში სძლია. 2018 წელს ჩატარებული სამი ორთაბრძოლიდან კი გორგაძემ სამივე ერთნაირი ილეთით, იორიკირით მოიგო. შოჰოზანს მაკუუჩის დივიზიონში 262 მოგება და 294 მარცხი აქვს.

ცხელი ამბები