17 მილიონი ქართველ ფეხბურთელში - ''ლესტერმა'' რუსეთის ჩემპიონს მიმართა
Aa
Aa

17 მილიონი ქართველ ფეხბურთელში - ''ლესტერმა'' რუსეთის ჩემპიონს მიმართა

რუსული “იზვესტიას'' ცნობით ''ლესტერი'' მზადაა 17 მილიონი ევროს სანაცვლოდ მოსკოვის ''ლოკომოტივის'' ცენტრალური მცველი სოლომონ კვერკველია შეიძინოს, რომელიც 2017 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ინგლისურმა კლუბმა ტრანსფერის თაობაზე ოფიციალურად მიმართა რუსეთის ჩემპიონს.

''რუბინში'' გატარებული წარუმატებელი პერიოდის შემდეგ 2017 წელს იური სიომინმა ქართველი ფეხბურთელი მოსკოვურ გუნდში მიიწვია და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა. სწორედ მისმა კარგმა თამაშმა განაპირობა ინტერესი ინგლისური კლუბის მხრიდან.

''პორტსმუთის'' ყოფილი თანამფლობელი რომან დუბოვი ფიქრობს, რომ ქართველის ტრანსფერი არარეალურია. მისი  თქმით მას შემდეგ რაც ''ლესტერმა'' მოსკოვის ცსკა-დან აჰმედ მუსა გადაიბირა და ნიგერიელმა პრემიერლიგაში სუსტად ითამაშა, ინგლისური კლუბი რუსეთის ჩემპიონატიდან ფეხბურთელს არ შეიძენს.

სოლომონმა პრემიერლიგის გასულ სეზონში მხოლოდ 1 მატჩი გამოტოვა. 29 შეხვედრაში სასტარტოში მოხვდა და ყოველთვის შეუცვლელად თამაშობდა. მის ანგარიშზე 2 გოლია. მან გაუტანა ყოფილ გუნდ ყაზანის ''რუბინსა'' და ტულას ''არსენალს.''

2011 წლიდან 26 წლის სოლომონ კვერკველია რუსეთის პრემიერლიგაში ასპარეზობს, თუმცა ჩემპიონის ტიტული პირველად გასულ სეზონში მოიპოვა.

''ჩემპიონთა ლიგის მოგება რთულია, მაგრამ ნახევარფინალში გავალთ'' - კვერკველიამ ჩემპიონობა იზეიმა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები