ნადალს
Aa
Aa

ნადალს "რეალის" ფანები აკრიტიკებენ

რაფაელ ნადალს, რომელიც მადრიდის „რეალის“ გულშემატკივარია, სოციალურ ქსელებსა და პრესაში „ატლეტიკოს“ მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის აკრიტიკებენ.

ესპანელი ჩოგბურთელი გასულ ხუთშაბათს „ატლეტიკოსა“ და „არსენალის“ შეხვედრას დაესწრო, თანაც მადრიდული კლუბისთვის გამოყოფილ საპატიო ლოჟაში იმყოფებოდა და „როხიბლანკოს“ მაისური ჰქონდა შემოხვეული.

სოციალურ ქსელებში მსოფლიოს პირველი ჩოგანი როგორც „ატლეტიკოს“ ასევე „რეალის“ ფანებმა გააკრიტიკეს, თუმცა თავად რაფამ მშვიდი კომენტარი გააკეთა.

„ვფიქრობ, ამ შემთხვევაში პრობლემა თანამედროვე სოციუმის შეხედულებები და ღირებულებებია. თუკი ერთ გუნდს გულშემატკივრობ, მაშინ მისი კონკურენტის მოძულე უნდა იყო.

მე მხოლოდ „რეალის“ ფანი ვარ, მაგრამ „ატლეტიკოშიც“ ბევრი მეგობარი მყავს. ისინი ევროპული საკლუბო ტურნირის ეგიდით ინგლისურ კლუბს ხვდებოდნენ, თამაშზე მიმიწვიეს, მე კი ჩემს თანამემამულეებს მხარს ვუჭერდი.

რაც შეეხება მაისურს, ის კლუბის პრეზიდენტმა მაჩუქა, შარფი კი იმიტომ გავიკეთე, რომ ცოტა შემცივდა.

მინდა ხალხს ვუთხრა, რომ მედიაში ბევრი რამ შეიძლება დაიწეროს, თუმცა თქვენ ტყუილი მართალისგან უნდა გაარჩიოთ“.

რაფაელ ნადალის ბიძა, მიგელ ანხელ ნადალი „ბარსელონას“ ფეხბურთელი იყო, მალიორკელი ჩოგბურთელი კი „რეალის“ აქტიური მხარდამჭერია და „სამეფო კლუბის“ შეხვედრებს ხშირად ესწრება.

მას იკერ კასილიასთან და სერხიო რამოსთან მეგობრული ურთიერთობა აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები