დასჯის “UFC” მაკგრეგორს? დანა უაითმა პოლ დეილი გაცილებით მსუბუქი დარღვევის გამო მოკვეთა!
Aa
Aa

დასჯის “UFC” მაკგრეგორს? დანა უაითმა პოლ დეილი გაცილებით მსუბუქი დარღვევის გამო მოკვეთა!

ორი კვირის წინ, როდესაც კონორ მაკგრეგორი ბრუკლინში თავს “UFC“-ის ავტობუსს დაესხა და რამდენიმე მებრძოლს დაზიანება მიაყენა, დანა უაითმა განაცხადა, რომ ეს “UFC“-ის ისტორიაში ყველაზე ამაზრზენი საქციელი იყო!

ბოლოს, უაითმა ასეთი კომენტარი 2010 წელს გააკეთა, როდესაც ბრიტანელმა შერეული ბრძოლების ოსტატმა - პოლ დეილიმ დამარცხების შემდეგ ჯოშ კოშჩეკს მუშტი უთავაზა.

 

საინტერესოა, რომ დანას სულ რაღაც 72 საათი დასჭირდა მაკგრეგორთან დამოკიდებულების შესაცვლელად. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ „UFC“-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი და ირლანდიელის ურთიერთობა „ორმხრივი პატავისცემაა“. რაც შეეხება დელის, იგი ერთი დარტყმის გამო კვლავ კომპანიის მიღმა რჩება.

ჟურნალისტებთან საუბარში ბრიტანელი აღნიშნულ საკითხს შეეხო და განაცხადა:“მოიქცა თუ არა მაკგრეგორი ჩემზე უარესად?! რა თქმა უნდა! იგი თავის ანტურაჟთან ერთად „Barclays Centre“-ში შეიჭრა და თავს მებრძოლებით სავსე ავტობუსს დაესხა. რაც შემეხება მე, ჩემი და კოსჩეკის სიტუაცია სრულებით განსხვავებული ეპიზოდი იყო, მე უბრალოდ ნერვები ვერ მოვთოკე, კონორის ქცევა კი წინასწარ დაგეგმილს ჰგავდა“.

„სიმართლე გითხრათ ზუსტად ვიცოდი, რომ ყველაფერი ასე დასრულდებოდა. განსხვავება ჩემსა და ირლანდიელს შორის არის ის ფული, რომელიც მას დანა უაითისთვის მოაქვს და უაითი ფინანსებზე არასდროს იტყვის უარს“.

2010 წელს დეილის ინციდენტის შემდეგ უაითმა განაცხადა:“არ მაინტერესებს სად იჩხუბებს იგი, იქნება თუ არა საუკეთესო და ჩაატარებს თუ არა კარგ და სანახაობრივ მატჩებს. ერთი რამ დაზუსტებით შემიძლია გითხრათ! მას „UFC“-ში ვეღარ იხილავთ!“.

35 წლის დეილის, რომელმაც მებრძოლის კარიერა სხვა ორგანიზაციებში განაგრძო ისეთი მეტოქეები ჰყავს დამარცხებული, როგორებიც; ლერონც ლარკინი და ხორხე მასდივალი არიან. 12 მაისს პოლი „Bellator 199“-ზე ჯონ ფიჩს დაუპირისპირდება.

საინტერესოა, რომ პოლმა უაითს მატჩის შემდეგ მოუბოდიშა, თუმცა ამას დანას გადაწყვეტილებაზე გავლენა არ მოუხდენია:“UFC“-ში ორმაგი სტანდარტებია და ეს ახალი ამბავი ნამდვილად არაა, ყველამ იცის, რომ უაითი კონორს არ დასჯის, იგი ის პიროვნებაა, რომელსაც ამ ორგანიზაციისთვის ფული შემოაქვს ასე რომ "სასწაულებრივად" ყველაფერი კარგად იქნება!“

ცხელი ამბები